მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება" - ფარგლებში ჩამოყალიბდა. პროექტის მხარდამჭერია FID (Fostering Inclusive Democracy) .
 
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები ყოველწლიურად (სისტემატიურად) იმართება საქართველოს 60-მდე დაბასა და სოფელში. ლექციების მსმენელთა რაოდენობა კი 1000-ს აჭარბებს. მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები იმართება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც, ლექციები მიმდინარეობს (ან ითარგმნება) ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
სახალხო უნივერსიტეტის თემატური ლექციები შეეხება სამოქალაქო განათლებას, ისტორიას, პოლიტიკას, კონფლიქტებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, სოფლის და თემის განვითარებას, ახალგაზრდულ პოლიტიკას, აგრარულ მეურნეობას, ტურიზმსა და დასაქმების ხელშეწყობას. ლექციებთან ერთად მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში იმართება ფართო დისკუსიები.
 
სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, მკვლევრები და სფეროს ექსპერტები.