ანაზღაურებადი სტაჟირება კერძო სექტორში, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

2023-06-18

საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და შრომის  ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ამ მიზნის მისაღწევად, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების განვითარებას. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ვაცხადებთ კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამას.

სტაჟირების პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მიერ პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შეძენა და მათი დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება. 

თუ ხარ კერძო სექტორის წარმომადგენელი და გსურს ჩაერთო პროგრამაში, როგორც დამსაქმებელი: 

  • სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაცია დააფინანსებს სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურების მაქსიმუმ 600 ლარის 80%-ს (არაუმეტეს ხელზე ასაღები 480 ლარისა (Net)), ხოლო კომპანიამ უნდა უზრუნველჰყოს მინიმუმ 20%-ის დაფარვა.
  • ჩართვის სურვილის შემთხვევაში, კერძო კომპანიებმა მათი დაინტერესების შესახებ უნდა აცნობონ საქართველოს გაეროს ასოციაციას შემდეგ ელ. ფოსტაზე: internships@una.ge (გთხოვთ, subject line-ში მიუთითეთ: კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამა) ან დარეგისტრირდეს ონლაინპორტალზე - ბმული

დამსაქმებლებისთვის დეტალური ინფორმაცია იხ. ბროშურაში - ბმული 


თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში, როგორც სტაჟიორი, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ 18-დან 29 წლამდე.
  • უნდა იყოთ USAID „ერთობა მრავალფეროვნებაშია“  პროგრამის ახალგაზრდული ცენტრის წევრი 14 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, მარნეული, გარდაბანი და ახმეტა).

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ ორივე კრიტერიუმს, გთხოვთ გააგრძელოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის მოძიება და დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი ჩვენს პორტალზე.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ახალგაზრდული ცენტრის წევრი, იპოვე ქალაქი ან ახლომდებარე ცენტრი და შეუერთდი მას - https://una.ge/Youth_Centers?lang=ge