სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა

2023-05-12

 

 

ჩამოსატვირთი ფაილები:
გადმოწერეთ ქართულენოვანი ვერსია 
გადმოწერეთ ინგლისურენოვანი ვერსია
ბროშურა - პირველი ლოტი
ბროშურა - მეორე ლოტი
საინფორმაციო შეხვედრაზე გამოყენებული პრეზენტაცია

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში იწყებს სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა.

ვიწვევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, სტარტაპერებს, სოციალურ საწარმოებს, მედია საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს ერთიანობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაში სხვა შესაძლო აქტორებს.

Საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას: 

  • სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით: თანასწორი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკასა და სამოქალაქო პროცესებში; საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური პოლიტიკა; განათლების ხარისხის/ხელმისაწვდომობის ზრდა და ქართული ენის სწავლება; უფლებების დაცვა; დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; მრავალფეროვნების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია; ინტერკულტურული დიალოგი და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.    
  • ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების, სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სხვა კერძო აქტორების მხარდაჭერა; ფინანსურ რესურსებზე, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ბიზნეს ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება რეგიონებში; პროფესიულ განათლებაში უმცირესობების ჩართულობის ზრდა ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის, კავშირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას. 

Საგრანტო პროგრამა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს აქტორებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებასა და თანადაფინანსებას (ბიზნეს ინიციატივების შემთხვევაში) $120,000-ის და მაქსიმუმ 18 თვის ფარგლებში.  აღნიშნული პირობების გადახედვის შემთხვევები დეტალურად გაწერილია საგრანტო პროგრამის აღწერაში. 

Საგრანტო პროგრამა ფუნქციონირებს ღია კარის პრინციპით. პროგრამის ფარგლებში ყველა საპროექტო მხარდაჭერა გაიცემა და განხორციელდება 2026 წლის 15 დეკემბრამდე.

Პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 31 მაისს, 12:00 საათზე, შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/j/85499491396; Meeting ID: 854 9949 1396. Საინფორმაციო შეხვედრები განმეორდება წელიწადში ორჯერ.

Შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ საქართველოს გაეროს ასოციაციის ელ. ფოსტის მისამართზე - una@una.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”