ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლება

2023-06-08

ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლება საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორებით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და განავითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ ერთმანეთისგან გაარჩიონ დეზინფორმაცია, მცდარი და დამაზიანებელი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყაროს სანდოობა და მანიპულაციური ვიზუალი.   

„ტრენინგების სერიაში, რომელიც მედიაწიგნიერებასთან ერთად, ციფრულ წიგნიერებასაც შეეხებოდა, გავიგე, თუ როგორ ამოვიცნო დეზინფორმაცია, გადავამოწმო წყაროს სანდოობა და თავიდან ავირიდო კიბერთაღლითობა. ამ ყოველივეს ცოდნა მნიშვნელოვანია დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, რადგან ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს როგორც ნამდვილის, ისე მცდარი ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას. ტრენინგების ფარგლებში განვავითარე ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, რომელიც საშუალებას მაძლევს გავაანალიზო და ობიექტურად შევაფასო მედია გზავნილები; ასევე, ვისწავლე მედია წარმოების ტექნიკა, აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება“ - ეთუნა ასანიშვილი, თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრი, USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”.