ზაქირ აივაზოვი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-11-18

„ყველას შეუძლია იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი. ამისთვის საჭიროა მოსახლეობასთან სათანადო კომუნიკაციის დამყარება და მათი დახმარება სწორი ინფორმაციის მიწოდების გზით.” -    ზაქირ აივაზოვი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი აღმამედლოში (ქვემო ქართლი)  

Ზაქირი საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე ის 3 წელია აღმამედლოს სათემო ცენტრის ხელმძღვანელობს, რომლის მიზანი  თემის გაძლიერება, მათი გააქტიურება და თემში არსებული პრობლემების მოგვარებაა.  

Ზაქირმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად აღმამედლოს მოსახლეობისთვის ჩაატარა შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩვენ ვცდილობდით მოსახლეობისთვის სწორი და სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პანდემიის შესახებ. ჩვენ არ გვითქვამს მათთვის რომ აცრა გაეკეთებინათ, ჩვენ უბრალოდ მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რისგან დაიცავდათ მათ ვაქცინაცია და რატომ უნდა გაგვეკეთებინათ ის. ამის შედეგად თემში უამრავი ადამიანი აიცრა . იმ დღიდან მივხვდი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი არის ხიდი მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემას შორის. ეს არის მოსახლეობისთვის სწორი, ფუნდამენტური და სრული ინფორმაციის მიწოდება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.” - ამბობს ზაქირი.  

Ზაქირი უკვე 3 წელია საკუთარი სახლის გარაჟში სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს აწყობს თემში მცხოვრები ადამიანებისთვის:  

„დავიბადე და გავიზარდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში , შესაბამისად ვიცოდი ჩვენი თემის პრობლემები , ჩვენი თემის წუხილები და აქედან გამომდინარე 3 წლის წინ გადავწყვიტე რომ , შეგვექმნა სათემო ცენტრი ჩემი სახლის გარაჟში,  რომელიც შარშან ორბელიანი საქართველოს პროექტში გამარჯვების შედეგად მოვაწყვეთ. 

გარაჟში გვაქვს პატარა ბიბლიოთეკაც, ორგანიზაციში გაწევრიანებულია 30-მდე მოსწავლე და უფროსი ასაკის ადამიანებიც გვიერთდებიან პერიოდულად.  

Ჩვენ ერთად ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს , ვატარებთ ტრენინგებს, ვასწავლით ქართულ ენას და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში ვეხმარებით თემის წევრებს. ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ ბევრ ადამიანს და მოვაგვაროთ მათი პრობლემები, მაგალითად ვცდილობთ ისეთი სერვისების დანერგვას, როგორიცაა: თარგმნა, ინტერნეტით სარგებლობა , ბეჭდვა, განცხადების დაწერა და სხვა, რითიც ყველა ადამიანს შეუძლია სარგებლობა. ჩვენი მთავარი მიზანია თემის გაძლიერებით და გააქტიურებით შევქმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ამ მიზანის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.” - ამბობს ზაქირი.  

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.