ნინი ბარკავა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-10-30

„არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, შეგიძლია იზრუნო საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე.” - ნინი ბარკავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი სოფელ დიმში (იმერეთი).  

Ნინი საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე იგი საინიციატივო ჯგუფის „დიმელი ქალები” თანადამფუძნებელია, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია არსებობს და დიმში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.  

“ჩვენ ვცდილობთ აქ მცხოვრები ქალების ეკონომიური გაძლიერებით ავაშენოთ სოფელი. ფაქტობრივად, რაიონში ერთადერთი მსგავსი გაერთიანება ვართ. ამ 1 წლის განმავლობაში შევძელით, რომ ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფემინისტურ გაერთიანებებს ეჭვის თვალით აღარ უყურებენ. Საზოგადოებრივი ჯანდაცვის საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით.” - ამბობს ნინი. 

Საზოგადოებრივი ჯანდაცვის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ჩავატარეთ დიმელ მოსახლეობასთან, როგორც ისინი ამბობენ აღნიშნულ ინფორმაცია აუცილებლად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.  

Ნინი, თბილისში ჩატარებულ საზოგადოებრივი ჯადაცვის ელჩებისთვის ჩატარებულ ტრენინგების სერიასაც ესწრებოდა:  

„Ძალიან სასარგებლო იყო ამ პროექტში ჩემი ჩართულობა, რადგან მივიღე საჭირო ინფორმაცია რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე გავიცანი ძალიან საინტერესო, მიზანდასახული და წარმატებილი ადამიანები.”  

Საინფორმაციო კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა European Union in Georgia და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.