მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი - პაატა ზაქარეიშვილი

2022-06-01

მოძრავ სახალხო უნივერსიტეტზე ბევრს გიყვებით ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური მედიის საშუალებით. 

90-ზე მეტი დაბა და სოფელი რომ მოვიცავით და 3000-ზე მეტი მსმენელი რომ გავერთიანეთ ჩვენს აუდიტორიაში ეს უკვე იცით ჩვენი ინსტაგრამ და ფეისბუქ სთორებით.

ახლა კი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექტორებს გაგაცნობთ. 

ამ რუბრიკის საშუალებით ისინი მოგვიყვებიან მათი ლექციების, მოსწავლეთა ჩართულობისა და სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ. 

რუბრიკის პირველი სტუმარი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი,  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილია. 



მომხსენებლის შესახებ

გამოგვყევი ინსტაგრამზე @una.geo 

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება" - ფარგლებში ჩამოყალიბდა. „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.