"LINKS" პროექტის მონაწილეები გორის დასაქმების ფორუმზე

2021-06-20

 

20 მაისს, გორში, ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ დასაქმების ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38-მა კომპანიამ 330-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

სამუშაოს მაძიებლები შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს; მიიღეს ინფორმაცია სასურველი ვაკანსიების შესახებ; საკუთარი უნარები წარმოაჩინეს პოტენციური დამსაქმებლების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ფორუმი გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის, CENN-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.