გაეროს ასოციაციამ NCDC -სთან და WHO-სთან ერთად ვაქცინაციის წასახალისებლად საქართველოს სოფლებში მასშტაბური საინფორმაციო კამპანია

2021-12-27

საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას Covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით. 

საინფორმაციო კამპანის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდა საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან. 

შეხვედრას უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს აწვდიდნენ ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო ტრენინგის დაწყებამდე სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფდა მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.