იმუნიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხარდაჭერა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში

2023-07-28

საქართველოს გაეროს ასოციაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის მხარდაჭერით აგრძელებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას რუტინული იმუნიზაციის შესახებ. საინფორმაციო კამპანიის მიზანია იმუნიზაციის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისა და მოზარდების მშობლების და მეურვეების, ასევე შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლების (ადგილობრივი სკოლების პერსონალი, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, აღმზრდელები) ინფორმირება/ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.  

საინფორმაციო კამპანია მოიცავს ორ ეტაპს:

პროექტის პირველ ეტაპზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარა საქართველოს 40-ზე მეტი მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების წარმომადგენლებმა.  

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა აიმაღლეს პროფესიული კვალიფიკაცია იმუნიზაციის თემაზე და ამავდროულად, გაიუმჯობესეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები: სამიზნე აუდიტორიასთვის სამედიცინო საკითხების გაცნობისათვის, ასევე, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებზე მარტივი და ამომწურავი პასუხების გასაცემად და გავრცელებული დეზინფორმაციების აღმოსაფხვრელად ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.  

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპი მოიცავდა უშუალოდ საინფორმაციო კამპანიას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. საინფორმაციო კამპანიის სამიზნე მუნიციპალიტეტებად შერჩეულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული ის მუნიციპალიტეტები, სადაც 2023 წლის მონაცემებით რუტინული იმუნიზაციით შედარებით დაბალია.  

რეგიონული კამპანია გულისხმობს მუნიციპალიტეტებში (ქალაქებსა და სოფლებში) საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას, შეხვედრები ჩატარდა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, ვაქცინაციის სამიზნე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მშობლებსა და მეურვეებთან, საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და სკოლის საბაზისო კლასების პედაგოგებთან/ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სოფლის ექიმებთან.  საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების წარმომადგენლები და პროექტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები.

გაეროს ასოციაციის იმუნიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანიამ უკვე მოიცვა თბილისი და 9 რეგიონის 40-მდე მუნიციპალიტეტი. 

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.