კოჩა ჩანგელია - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-06-15

,,ომის ტერორის გამოვლის შემდეგ, შესისხლხორცებული მაქვს მშვიდობის აუცილებლობისა და არსებობის მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი დემოკრატიზაციის პროცესში სასიცოცხლოა, რამეთუ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს და მდგრადობას.“ - კოჩა ჩანგელია, „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

კოჩა ჩანგელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტია.

FID პროგრამის ფარგლებში კოჩამ მონაწილეობა მიიღო #UNA Georgia-ს და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) ტრენინგ-კურსში, „Human Rights in Action”, ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდგომ პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და განახორციელა პროექტი „ადამიანის უფლებათაახალგაზრდა ელჩები“. კოჩამ საკუთარი ინიციატივის ფარგლებში თანატოლ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს შვიდ რეგიონში, მათ შორის სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, იმერეთში, კახეთსა და თბილისში, ადამიანის უფლებების ჭრილში არსებული გამოწვევები გამოიკვლია და საბოლოოდ, მომზადდა 10 კვლევითი ნაშრომი შემდეგ თემებზე:

  • ადამიანის უფლებები და გამოწვევები
  • გენდერული თანასწორობის პრობლემები
  • გოგონათა ნაადრევი ქორწინება
  • ქალთა უფლებრივი მდგომარეობა
  • შეკრების და გამოხატვის თავისუფლება
  • უთანასწორობა სამუშაო სივრცეში
  • ცრურწმენები და სტერეოტიპები ეთნიკური უმცირესობების მიმართ
  • შრომის უსაფრთხოება
  • LGBTQ+ პირთა უფლებები საქართველოში
  • ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა

კოჩას პროექტის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

2019 წელს კოჩამ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ალიანსი“. ასევე კოჩა  European Student Think Tank-ის მკვლევარი და ევროპის ახალგაზრდა ელჩია. კოჩა დაინტერესებულია მშვიდობის მშენებლობისა და  დეკომოკრატიული განვითარების საკითხებით.

 „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.