არჩილ მარშანია - ავიცრათ ერთმანეთისთვის

2021-10-27

 „ვინაიდან პანდემია გვეხება და გვაზიანებს ყველას, დეზინფორმაციები ძალიან სწრაფად ვრცელდება და კოვიდ პანდემია კი კაცობრიობის ისტორიაში გამოირჩევა მძლავრი ინფოდემიითაც, საინფორმაციო კუთხით შეხვედრები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.” - არჩილ მარშანია, რეანიმატოლოგი. 

 Არჩილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ინფორმაციას აწვდის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ და გავრცელებულ მითებზე ესაუბრება.

„შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს აქვს შეკითხვები და ეძებენ პასუხებს, ნაწილი კი მითებისა და დეზინფორმაციების გამო ამბობს ვაქცინაციაზე უარს, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს აქვს უდიდესი მნიშნელობა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ერთადერთი სწრაფი და უსაფრთხო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ვაქცინაცია.” - ამბობს არჩილ მარშანია. 

კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ