ციალა ჩხეიძე - ავიცრათ ერთმანეთისთვის

2021-10-22

„Მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, გთხოვთ, ვაქცინაზე ინფორმაცია მიიღოთ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან, გარწმუნებთ, რომ ისინი ყველა თქვენს შეკითხვას გასცემენ პასუხს და ამით დავამარცხებთ მითებს. Ნუ დაუჯერებთ არასწორ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ გაგიადვილდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. Ერთად ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობაზე.” - ციალა ჩხეიძე, ქვიტირის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

ქალბატონი ციალა სკოლაში ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელია და მოსწავლეებსაც აწვდის ინფორმაციას ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ: 
„ბიოლოგიის გაკვეთილებზე ვცდილობ აქცენტი გავაკეთო არსებულ სიტუაციაზე, ბავშვებს მეცნიერულად, მათ მიერ გასაგებ ენაზე ვესაუბრო ვაქცინების შესახებ, იმუნიზაციის აუცილებლობაზე.” - ამბობს ციალა ჩხეიძე. 

ქალბატონი ციალა ერთ-ერთია ვინც, სოფელ ქვიტირში, თანასოფლელებთან ერთად მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის პირველ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, სფეროს ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ