გაეროს მოდელირება

2024-11-12

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია: მშვიდობისა და პროგრესის ხელშეწყობა 1945 წლიდან

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), რომელიც 1945 წელს დაარსდა, მიზნად ისახავსსაერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარებისხელშეწყობას მის 193 წევრ ქვეყანაში. საქართველო შეუერთდა ორგანიზაციას 1992 წლის 31 ივლისს, როგორც მისი 179-ე წევრი. 79 წლის განმავლობაში, გაერო, მისი ძირითადი ორგანოებისადა სპეციალიზებული საბჭოების მეშვეობით, დაუღალავად მუშაობს მშვიდობის შესანარჩუნებლადდა უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად.

რა არის გაეროს მოდელირება?

გაეროს მოდელირება არის საგანმანათლებლო როლური თამაში, რომელიც აცოცხლებს გაეროსგენერალური ასამბლეის პროცესებსა და დებატებს. ის დიპლომატიითა და საერთაშორისოურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, რათაგამოსცადონ თავი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების როლში. გაეროს მოდელირების სესიები მონაწილეებს ეხმარებიან ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა კომუნიკაცია, ლიდერობა, მოლაპარაკებების წარმოება და საჯარო გამოსვლა.

ახალგაზრდული შესაძლებლობები საქართველოში: ჩაერთე გაეროს მოდელირებაში

მრავალი წელია, რაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის მხარდაჭერით, 14-29 წლისახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ გაეროსმოდელირებაში. პროექტი გთავაზობთ ტრენინგებს, სიმულაციებს და შესაძლებლობას მიიღოთმონაწილეობა როგორც რეგიონალურ, ისე ეროვნულ კონფერენციებში.

გაეროს მოდელირების მონაწილეთა შთაბეჭდილებები:

გიორგი მენთეშაშვილი დმანისის ახალგაზრდული ცენტრიდან გვიზიარებს, თუ როგორი გავლენა იქონია გაეროს მოდელირებამ მის პიროვნულ ზრდაზე:

„გაეროს მოდელირებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე. მასწავლა მოთმინება დაადამიანების უკეთესად მოსმენა, მათი შეცნობა და აღმოჩენა. დამეხმარა კომუნიკაბელურობისგაღრმავებაში და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი, რაც გაეროს მოდელირებამ მასწავლა, ცხოვრების ბოლომდე გამყვება”

გიორგი პირველად გაეროს მოდელირების კონფერენციაში წელს, საქართველოს გაეროს ასოციაციისმიერ ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა. მას მოეწონა დელეგატობა, სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესწავლა და მისთვის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანიაღმოჩნდა მისი წერითი უნარების განვითარებისთვის.

„არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვურჩევდი თითოეულ ახალგაზრდას გაეროსმოდელირებაში მონაწილეობას. იგი ავითარებს და აღმოაჩენინებს ადამიანებს პიროვნულთვისებებს, როგორებიცაა გუნდურობა და ლიდერული უნარ-ჩვევები.”

თეკლა სოსელია, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრიდან, ხაზს უსვამს გაეროს მოდელირების გავლენას მის ცხოვრებაზე:

„გაეროს მოდელირებაში მიღებული გამოცდილება რომ არა, დღეს ბევრად უფრო დაბალსაფეხურზე ვიქნებოდი ბევრ საქმეში”

თეკლა გაეროს მოდელირების მონაწილე არაერთხელ ყოფილა, საუკეთესო დელეგატის ტიტულიცმიღებული აქვს. თეკლა თავის პირველ გამოცდილებას ამ სიტყვებით იხსენებს:

„როცა უკვე გაეროს მოდელირების ეროვნული კონფერენციის პირველ საკომიტეტო შეხვედრაზემივედით, მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრების ახალი, უფროწარმატებული ეტაპი დაიწყებოდა. იმ წამს გავიფიქრე: "ეს არის ის, რაც ცხოვრების ბოლომდემინდა ვაკეთო.”

გაეროს მოდელირებამ მას ახალი მიზანი მისცა - გააგრძელოს კარიერა დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

„გაეროს მოდელირებამ გამიჩინა ახალი მიზანი—მე თვითონ გავხდე დელეგატი, დიპლომატი, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა და მაქსიმალურად ვიბრძოლო მის გასაუმჯობესებლად.”

ოთო შანავა, ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის ტრენერი, თავის გზას იხსენებს: 

"მახსოვს მომენტი ჩემი პირველი გაეროს მოდელირების დროს, როდესაც ჩემი პირველიმისასალმებელი სიტყვით გამოვედი. ვერ მოვახერხე ჩემი შესაძლებლობისა და უნარებისგამოვლენა იმ დონეზე რა მიზანიც მქონდა, რამაც ჩემში განსაკუთრებული ზეგავლენა იმმხრივ, რომ მიზნად დავისახე მომდევნო გამოსვლები ბევრად უკეთესი ყოფილიყო, რაცშემდეგში შევძელი.

ოთო გაეროს მოდელირებით საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული საზაფხულოსკოლის დროს დაინტერესდა. ამ გამოცდილებამ უბიძგა გაეროს მოდელირების ტრენერი გამხდარიყო.

„გაეროს მოდელირებაში მონაწილეობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. იგი დამეხმარა  კომუნიკაციის უნარის დახვეწაში, გამოვიმუშავე საჯარო გამოსვლისა დამოლაპარაკების უნარები, განმივითარდა კრიტიკულად აზროვნების უნარი.”

ოთო ასევე მის მიერ გაეროს მოდელირების ტრენინგებზე შეძენილ ადამიანებზე გვიყვება:

„მოდელირებაზე გავიცანი ძალიან ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა, რომლებთანაცგამოვნახე საერთო ენა და დავმეგობრდი”

ვიდეო: გაეროს მოდელირების ეროვნული კონფერენცია

ქვემოთ მოცემული ვიდეოდან გაიგეთ მეტი გაეროს მოდელირებისა და მისი სასწავლო პროცესის შესახებ:

ფოტო ისტორიები: მომენტები გაეროს მოდელირების კონფერენციებიდან

გაეცანით ჩვენს ფოტო ისტორიებს გაეროს მოდელირების ღონისძიებიდან, რომლებიც ასახავს დისკუსიებს, გუნდურ მუშაობასა და ლიდერობას. ახალგაზრდა დელეგატები ჩართულნი არიან დებატებში და ერთად მუშაობენ გლობალური საკითხების გადასაჭრელად.

ახალგაზრდული ქსელის წევრობა

გაეროს მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, გახდეთ ახალგაზრდული ცენტრისწევრი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს აერთიანებს.

ახაგაზრდულ ცენტრში გასაწევრიანებლად ეწვიეთ ბმულს.

ახალგაზრდული ცენტრები მუშაობენ USAID-ის პროგრამის  „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.