ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამა აგრძელებს საზოგადოების გაძლიერებას ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით

2023-12-16

ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამით გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელის წევრების ჩართულობით ვესტუმრეთ იმ ადგილებს, სოფლებსა და დაბებს, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა. 

Შეხვედრების ფარგლებში 90-მდე შეხვედრა გაიმართა და ინფორმაცია სერვისებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდა 1000-ზე მეტ ადამიანს. 

Წელს ახალგაზრდული ქსელი გაფართოვდა და ახალ მოხალისეებთან ერთად აგრძელებენ, განახლებული თემებით: გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ზოონოზური ინფექციების საფრთხეების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ბავშვთა ინფექციების, ვაქცინაციის, ჰიგიენის, კვებითი ჯანმრთელობის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დამოკიდებულებების, თამბაქოს კონტროლის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის და სხვა საკითხების გარშემო მიაწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას. 

Სამედიცინო და ჯანდაცვის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა, საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ცენტრებთან ერთად სხვა ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მიმართულებითაც იმუშავეს და არა ერთი მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენეს. 

​​ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა თემებში, ახალგაზრდებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების კოლაბორაციის გზით. 

ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.