გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანია - მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის შეხვედრები მოსახლეობასთან

2023-12-13

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის შეხვედრების ციკლით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შევუერთდით.
ეს არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ჩაერთონ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით გამართულ აქტივობებში.
შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში 100-მდე ადამიანს შევხვდით და ვისაუბრეთ თემაზე: „ქალების ბრძოლა თანასწორობისათვის."

შეხვედრებს უძღვებოდა ელენე ბერიაშვილი - მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი.

მოსახლეობასთან შეხვედრები USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.