ტოლერანტობის ქომაგები 2023

2023-11-16

დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.
საქართველოს გაეროს ასოციაცია დაფუძნების დღიდან მუშაობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებისთვის.

ტოლერანტობის ჯოლდოც ერთგვარი მადლიერების გამომხატველია იმ ადამიანების მიმართ ვისაც ამ მიმართულებით მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

დღეს, სახალხო დამცველთან და სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან ერთად 2023 წლის ტოლერანტობის ქომაგები დავაჯილდოვეთ.

  • რელიგიათა საბჭომ ჯილდო გადასცა არჩილ მეტრეველს, ასოცირებული პროფესორი, რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.
  • ეთნიკური უმცირესობების საბჭომ დააჯილდოვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
  • ტოლერანტობის ცენტრმა კი ჯილდო თბილისის მურალ ფესტივალს გადასცა.

ღონისძიება USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.