ახალგაზრდების სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერების საზაფხულო სკოლა 2023

2023-07-24

ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სივრცე სადაც ერთად შეძლებენ იდეების გენერირებას, კოლაბორაციას, თანამშრომლობასა და უკეთეს მომავალზე ფიქრს. 

საქართველოს გაეროს ასოციაციის USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით არსებული 15 ახალგაზრდული ცენტრიდან აქტიურმა სტუდენმტებმა საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათი ინტერესებიდან გამომდინარე 4 თემატურ: მულტიმედია და კომუნიკაციების, ადამიანის უფლებების, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ჯგუფში იმუშავეს.

საზაფხულო სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა მენტორებთან ერთად შემუშავებული იდეები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. 

„ეს საზაფხულო სკოლა ჩემთვის იყო მოგონებებით, ცოდნით და ემოციებით სავსე ერთი კვირა რომელიც სულ თან გამყვება. სკოლა დამეხმარა განმევითარებინა ჩემი კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი. მომცა შესაძლებლობა რომ ყველას წინაშე წარმედგინა საკუთარი თავი - ნოდიკოს ის ვერსია რომლის განვითარებისთვისაც ვიბრძვი. მჯერა რომ მიღებული ცოდნა ცხოვრების მომავალ ეტაპზე ის გამოცდილება იქნება რომელიც ნებისმეირ საქმეს გამიმარტივებს რომელსაც ხელს მოვკიდებ.” - ნოდიკო ცუცქირიძე, საზაფხულო სკოლის მონაწილე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი. 

USAID-ის დაფინანსებითა და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს გაეროს ასოციაცია კოორდინაციას უწევს 15 ახალგაზრდული ცენტრისგან შემდგარ ქსელს საქართველოს მასშტაბით. 

ახალგაზრდული ცენტრების მიზანია:

  • ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
  • ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოცხლო უნარების განვითარება;
  • ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრები, რომლებიც ღიაა 14-29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.

საზაფხულო სკოლა USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) ახორციელებს,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.