წარმატების ისტორია - ლაშა ლომინაძე
ანაზღაურებადი Სტაჟირების პროგრამები ხელს უწყობს ახალგაზრდას წარმოაჩინოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
ამის ნათელი მაგალითი ჩვენი LINKS პროექტის აქტიური მონაწილე ლაშა ლომინაძეა, რომელსაც ამ ვიდეოში გაიცნობთ.
Ლაშას შრომისმოყვარეობა, გამჭრიახობა და შესაძლებლობები არც ჰილტონ ბათუმისთვის გამხდარა შეუმჩნეველი და სტაჟირების პროგრამის შემდგომაც გააგრძელა მასთან თანამშრომლობა.
Ძალიან გვეამაყება და გვიხარია, რომ ლაშასნაირი ახალგაზრდებისთვის ვმუშაობთ და ვცდილობთ უკეთესი გარემოს შექმნას.
ვიდეო მომზადებულია „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNA Georgia) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.