სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგები ახალგაზრდებისთვის
საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახალგაზრდებს ისეთი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რაც მათი კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
Ჩვენი ახალგაზრდული ცენტების დახმარებით და მათი უკუკავშირის გათვალისწინებით ვცდილობთ ახალგაზრდებს შევთავაზოთ იმ უნარების გაუმჯობესება, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ჩვენი სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგები სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა გამოიმუშავონ აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა დღევანდელ კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე.
სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხშირად ვთავაზობთ ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით, USAID პროგრამაში „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი Partners Georgia გვეხმარება.
„ტრენინგმა მოგვაწოდა ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემის შესახებ: “სამუშაოსთვის მზაობა“. ამ დღეების განმავლობაში ინფორმაცია მივიღეთ ეფექტური კომუნიკაციისა და დროის სწორად მართვის შესახებ, გავეცანით, თუ რა იყო გუნდური მუშაობის პრინციპები. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ვინაიდან საკითხების თეორიულ ახსნას თან ერთვოდა არაერთი ჯგუფური თუ ინდივიდუალური აქტივობა, რომლებიც საკითხებს უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა“ - თურქან ალიევა, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრი.
USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.