ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველგან: იურიდიული დახმარების მობილური კლინიკა
სხვადასხვა საქმიანობისას ხშირად შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვები: ნეტა ეს რომ გავაკეთო ამისთვის რა არის საჭირო?! სამართლებრივ ჩარჩოში რომ ჩაჯდეს რა უნდა მოვიმოქმედო?! ნეტა სად შემიძლია მივიდე და რა დოკუმენტები მჭირდება ამისთვის?! და ბევრი სხვა.
ზოგჯერ ეს კითხვები, თუ მასზე პასუხები არ გვაქვს ხდება ბარიერი ახალი ან არსებული საქმის განვითარებისთვის.
საქართველოს გაეროს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა. აქედან გამომდინარე სოციალური სამართლიანობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ვახორციელებთ იურიდიული დახმარების მობილურ კლინიკას, რომელიც მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს საკუთარ სოფლეში, დაბასა თუ ქალაქში.
კონსულტაციების ფარგლებში მოსახლეობის შეკითხვებს სპეციალისტები პასუხობენ, მათ პრობლემებს იზაიარებენ და ეხმარებიან სწორი ინფორმაციის მიღებაში.
იურიდიული დახმარების მობილური კლინიკა აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ანონსდება სოციალური სამართლიანობის ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე.
იურიდიული დახმარების მობილური კლინიკა, USAID „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Geogia) ამერკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.