საქართველოში გაეროს მოდელირების ეროვნული კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ბაქსვუდის სკოლის თანამშრომლობით გაიმართა პირველი ეროვნული გაეროს მოდელირების კონფერენცია.
კონფერენცია საქართველოს გაეროს ასოციაციის გაეროს მოდელირების სასკოლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა პროექტში ჩართული სკოლების მასწავლებლების ტრენერთა ტრენინგის კურსს, რის შემდეგაც მათ საკუთარ სკოლებში დანერგეს გაეროს მოდელირების კლუბი და გამართეს შიდასასკოლო კონფერენცია. შიდასასკოლო კონფერენციების გამარჯვებული მოსწავლეები კი ეროვნულ კონფერენციაზე წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ პოზიციებს.
ეროვნულ კონფერენციაზე მოხდა გაეროს სპეციალური და დეკოლონიზაციის კომიტეტის (SPECPOL) სიმულაცია. განსახილველი თემა კი - არასრულად აღიარებული სახელმწიფოები: პალესტინისა და ტაივანის ქეისები იყო.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები შემდეგი სკოლებიდან:
- ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი
- სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა
- ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესი
- მწვანე სკოლა
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
- თბილისის კლასიკური გიმნაზია
- გიმნაზია „შავნაბადა“
ორდღიანი ნაყოფიერი დებატების, პოლიმიკისა და მოლაპარაკებების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული დელეგატები.
- საუკეთესო დელეგატის ჯილდო მიიღეს:
ანა შუბითიძე - ისრაელი
პეტრე ლაბარტყავა - ფინეთი
- საუკეთესო მოდებატის ჯილდო მიიღეს:
დაჩი გაჩეჩილაძე - მალაიზია
ოთარ ნოზაძე - უგანდა
- საუკეთესო დიპლომატის ჯილდო მიიღეს:
ანდრია გაგუა - უნგრეთი
მარიამ გიორგაძე - სახმრეთ აფრიკა
- საუკეთესო პოზიციის განაცხადის ჯილდო მიიღეს:
მია გვიანიძე - ნიგერია
კესარია ფეიქრიშვილი - ბრაზილია
დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს კი გამოვლინდა კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია და ეს ჯილდო გადაეცა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას.