კარიერული განვითარების სერვისები ახალგაზრდებისთვის

2023-06-14

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარება საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამისათვის, USAID-ის პროგრამის „ერთიანობამრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების კარიერული მართვის სერვისების მიწოდებას და სასიცოცხლო და  საკვანძო უნარების განვითარებას.  

შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაცია „პარტნიორები საქართველოსთან“  აქტიური თანამშრომლობით, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობასგანივითარონ სამუშაოსთვის მზადების აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა რბილი უნარები, ეთიკურობა, მოლაპარაკებების  უნარი, საქმიანგარემოში კომუნიკაცია, გუნდურობა და სხვა.   

„ტრენინგმა მოგვაწოდა ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემის შესახებ: “სამუშაოსთვის მზაობა“. ამ დღეების განმავლობაში ინფორმაცია მივიღეთ ეფექტური კომუნიკაციისა და დროის სწორად მართვის შესახებ, გავეცანით, თუ რა იყო გუნდური მუშაობის პრინციპები. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ვინაიდან საკითხების თეორიულ ახსნას თან ერთვოდა არაერთი ჯგუფური თუ ინდივიდუალური აქტივობა, რომლებიც საკითხებს უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა“.  - თურქან ალიევა, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრი.