ახალგაზრდა ევროპელი ელჩი - გვანცა მამულაიშვილი
გსმენიათ “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” შესახებ?
გვანცა იმ 31 ახალგაზრდა ლიდერს შორის ერთ-ერთია, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს ატარებს, რომ ფართო საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს.
კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, USAID-ის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ახალგაზრდული ცენტრების წევრების მიერ უკვე ჩატარდა 50-ზე მეტი შეხვედრა, რომლებმაც სხვადასხვა რეგიონალურ ცენტრში, სოფელსა და დაბაში 1000-მდე ადამიანი მოიცვა.
საქართველოს გაეროს ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად მუშაობს საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების, ასევე, დასავლური ღირებულებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით “ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს” - ახალგაზრდებს, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმის გზით პოზიტიურ გავლენას ახდენენ საზოგადოებაში.
ახალგაზრდული პროგრამა “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” შეიქმნა USAID-ის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი-თან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Centerთან თანამშრომლობით.