რელიგიის თავისუფლება საქართველოში - 30 წელი

2023-03-31

საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ანგარიშის პრეზენტაცია:  „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - 30 წელი” გაიმართა.

ანგარიში მომზადდა USAID-ის პროგრამის ფარგლებში, ბექა მინდიაშვილის (ტოლერანტობის ცენტრი), მარიამ ღავთაძის (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი), ნინო ცინცაძის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და თათული თოდუას (სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი) მიერ.

ანგარიშში მიმოხილულია დამოუკიდებელი სახელმწიფო და რელიგიის თავისუფლების დაცვა - ძირითადი შედეგები; რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეფორმები და კანონმდებლობა; რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების დინამიკა; რელიგიური გაერთიანებების საკუთრების საკითხი; სასკოლო განათლება და რელიგიის თავისუფლება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.