USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაცვლითი პროგრამა 

2023-03-27

USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის კონკურსი. 

გაცვლითი პროგრამის კონკურსის შესახებ: რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება; ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერება და თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა. გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს (პროგრამის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს) შესაძლებლობა ექნებათ გაემგზავრონ მათ მიერ შერჩეულ პროგრამის სამიზნე ქალაქში და განახორციელონ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა/ინიციატივა.  

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამა, რომელშიც მითითებული იქნება მასპინძელი ქალაქი, პროგრამის მოკლე აღწერა, მისაღწევი შედეგები და გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა. საპროექტო განაცხადი კეთდება ჯგუფურად - გაცვლით პროგრამაზე განაცხადი ჯგუფურად უნდა შემოიტანოს 2-3 აპლიკანტმა. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?  

გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ  USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ჩართულ14-29 წლის მონაწილეებს. 

გაცვლითი პროგრამის თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: 

  • კულტურათაშორისი დიალოგი  
  • ქსენოფობიის, ანტი-დასავლური პროპაგანდის და სიძულვილის ენის მედია მონიტორინგი 
  • ტოლერანტობა და მრავალფეროვნება 
  • გენდერული თანასწორობა  
  • სოციალური ინკლუზია (ღონისძიებები შშმ პირების ჩართულობისა და დაცვის მიმართულებით) 
  • ადამიანის უფლებების დაცვა 
  • გარემოს დაცვა 
  • ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია 
  • საქართველო და ევროკავშირი (პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროინტეგრაცია) 
  • ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის მეწარმეობა, სოციალური კორპორაციულიპასუხისმგებლობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, სოციალური მეწარმეობა.  

პროგრამის აქტივობები შეიძლება მოიცავდეს: შემეცნებით აქტივობებს (ტრენინგი, სემინარი, ვორქშოფი), ახალგაზრდულ სათემო და მოხალისეობრივ ინიციატივას, ადვოკატირების კამპანიას, კვლევას, ცნობიერების ამაღლების აქტივობებსა და ა.შ. - ნებისმიერ აქტივობას და განხორციელების გზას, რომელიც დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.  

პროგრამის ხანგრძლივობა: გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2- დან 5 დღემდე (დამოკიდებულია აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე). საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ორგანიზება შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით. 

ბიუჯეტი: ჯგუფურად, 3 აპლიკანტს შეუძლია ჯამში მოითხოვოს მაქსიმუმ 2000 ლარი. 

ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში განთავსებისა და პროგრამის აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო თანხას. ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის დასაშვები ტაქსის ხარჯების ანაზღაურება. 

შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, ჟიურის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. 

გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებულების შერჩევა: შერჩევა მოხდება სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ.  

შეფასებისას ყურადღება მიექცევა: რამდენად ეხმიანება აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროგრამა კონკურსის თემატიკას და მოთხოვნებს. პროგრამის განხორციელებით რა შედეგს მიაღწევს აპლიკანტი და რა ცვლილებას მოუტანს მასპინძელ ქალაქს. ასევე, ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი აქტივობების რელევანტურობას, ორიგინალურობასა, აქტუალობასა და ბიუჯეტის შესაბამისობას.  

საკონკურსო აპლიკაციის წარდგენის ვადა: დაინტერესებულ პირებს კონკურსის ფარგლებში შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმის წარმოდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 9 აპრილის ჩათვლით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ ამ ბმულზე. გაითვალისწინეთ, რომ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს როგორც მისი, ისე მასპინძელი ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერის წერილი. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე - agulbiani@una.ge  

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 4 აპრილს, 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმაზე. 

Join Zoom Meeting 

https://us06web.zoom.us/j/85836473512  

Meeting ID: 858 3647 3512 

შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.  

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორს.