ჯუნა აბრამიშვილი - ვიდეოსთორი

2023-02-01

საქართველოს გაეროს ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პანდემიის დაწყებიდან - დღემდე ზრუნავს საზოგადოების ინფორმირებაზე ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. 

ჩვენთვის პრიორიტეტულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველგან და ყველასთვის, შესაბამისად ჩვენი კამპანიები, შეხვედრები და ტრენინგები მიმართულია იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც საზოგადოებას უჩნდება სხვდასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი საქართველო მოვიცავით და ჩვენს ადგილობრივ ჯანმრთელობის ელჩებთან ერთად ათასობით ადამიანამდე მივიტანეთ სწორი ინფორმაცია.

სიუჟეტში გაიცნობთ ჯუნა აბრამიშვილს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია სოფელ არგვეთში. 


 

Საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა European Union in Georgia და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.