დემეტრე ქვარიანი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-11-24

„FID-ის პროგრამის ფარგლებში არაერთი ტრენინგ–კურსი გავიარე,  რომლის შემდეგ თავად გავუწიე ორგანიზება ტრენინგების  და საინფორმაციო შეხვედრებს იმერეთის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა თუ სოფელში“  - დემეტრე ქვარიანი,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის” (FID) პროგრამის მონაწილე.

,,გზა წარმატებისკენ" ასე ქვია ორგანიზაციას, რომელიც დემეტრე ქვარიანმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა, იქამდე იყო გზა რომელიც წარმატებით გაიარა და დღესაც დიდი გეგმების განხორციელების გზას გადის. დემეტრე  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. FID-ის პროგრამის ფარგლებში მან არაერთი ტრენინგ–კურსი გაიარა, რომლის შემდეგ თავად მოუწია ტრენინგების  და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება იმერეთის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა თუ სოფელში, სადაც ადამიანის, ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებელებიც მონაწილეობდნენ. სულ 12-მდე ტრენინგი ჩატარდა  ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც 550-მდე ბენეფიციარს მოიცავდა. 

 ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრენინ-კურსი Human Rights in Action" -WFUNA, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა მოგვესმინა უმაღლესი რანგის ტრენერების მიერ ჩატარებული ტრენინგები.  დაინტერესებული ვარ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას. სამომავლოდ საკუთარი თავი ადამიანის უფლებათა დამცველად წარმომიდგენია ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვთვლი რომ სამართლიან ადამიანი ვარ“ - აბობს დემეტრე.

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.