ლანა თოლორდავა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-11-21

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩობა ნიშნავს იყო რგოლი   ჯანდაცვის წარმომადგენლებსა და თემს  შორის. მიაწოდო ხალხს სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის სწორად და სწრაფად გავრცელების პროცესს.” - ლანა თოლორდავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი სოფელ მუხურში (ჩხოროწყუ,სამეგრელო).

Ლანა საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე ის წარმოადგენს ასოციაცია „მაღვიძარას", რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს: თემში არაფორმალური განათლების კომპონენტის დასანერგად, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან და თემში ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით:  

„ორგანიზაციის წევრები ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ და და მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა მცირე თუ  დიდ საგრანტო კონკურსებში , რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი  მეწარმეების საქმიანობის გაძლიერებას თემში.“ - ამბობს ლანა  

Რაც შეეხება ლანას პროექტის ჩართულობას, ის მზადაა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მიღებული ინფორმაცია თემს გაუზიაროს და სწორი ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებაში დაეხმაროს მათ:  

„პროექტის ფარგლებში მივიღე უამრავი სწორი ინფორმაცია და ვისწავლე თუ როგორ განვასხვავო ერთმანეთისგან ის მითები და რეალობები, რაც ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა სოციალური ქსელებითა თუ მედია საშუალებებით . მიღებულ  ცოდნას და გამოცდილებას მაქსიმალურად გავუზიარებ ჩემს თემში მცხოვრებ ადამიანებს” - ამბობს ლანა.  

Ლანა საკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელობაზეც გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას: 

„მსგავსი პროექტები არის კარგი შესაძლებლობა, გქონდეს კომუნიკაცია კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლებიც სასიამოვნო გარემოში გაძლევენ სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას. რაც აბსულუტურ მზაობას გვაძლევს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ სამომავლო წინააღმდეგობებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.” 

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.