კონფერენცია თემაზე: „კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევებისთვის"

2022-10-25

Ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 8 ქვეყნის წარმომადგენლობასთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე: „კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევებისთვის.” 

Შეხვედრას საქართველოს გაეროს ასოციაციდან: პროგრამების მენეჯერი თამთა ხუციშვილი და სტაჟიორები შვედეთიდან პაულინ ოფ ირკენსტამი და მაია სუუმეგი ესწრებოდნენ.   

რეგიონულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ორწლიანი საინფორმაციო კამპანიის შედეგები, მიღწევები და გამოწვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე.   

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილე ქვეყნების: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა, უკრაინა,  შესაძლებლობების გაძლიერება კრიზისული კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით.   

შეხვედრის შედეგები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეჯამდება როგორც ანგარიში, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ძირითად მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.