ქეთინო სალუქვაძე - LINKS პროექტის მონაწილე

2022-09-26

„ჩემი ყველაზე საინტერესო ამბავი ის არის, რომ ,,LINKS’’ პროექტის დახმარებით ჩაკეტილი ცხოვრებიდან ძალიან მალე აქტიურ ფაზაში გადავედი, ჩემს რეგიონში მყოფ ახალგარდებს და არა მხოლოდ მათ ვურჩევდი, აუცილებლად გამოიყენონ ყველა შანსი, რომელიც მათ ცხოვრებას პოზიტივს შესძენს, ბევრ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენინებს და საკუთარი თავის რწმენას ასწავლის.” - ქეთინო სალუქვაძე,  LINKS პროექტის კომპიუტერული უნარებისა და მეწარმეობის ტრენგისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე. 

ქეთინო ამჟამად სტაჟირებას გადის ოზურგეთში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, ( სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო) ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. 

„შემიძლია ვთქვა, რომ ,,LINKS’’ პროექტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების რიტმი. დავიწყოთ იქიდან, რომ კორონა-ვირუსის ჩაკეტილ პერიოდში ძალიან საინტერესოდ გავატარე დრო ონლაინ ტრენინგების დახმარებით, შემდეგ კი ამავე ტრენინგების საშუალებით ბევრი რამ აღმოვაჩინე, დავიწყე მუშაობა.  თინეიჯერებთან ხშირმა კომუნიკაციამ და საერთო ენის გამონახვამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ჩემი ცხოვრება. კარჩაკეტილობიდან უცებ ძალიან აქტიურ ფაზაში გადავინაცვლე: ტრენინგები, შეხვედრები, ფორუმები” - ამბობს ქეთინო. 

სტაჟირებაში ჩართვამდე ქეთინომ ,,LINKS’’ პროექტის მიერ შეთავაზებული კურსები გაიარა და მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციის გუნდს შეუერთდა.

„რაც შეეხება კურსებს, კომპიუტერული უნარების კურსი პირდაპირ კავშირშია ჩემს საქმიანობასთან. ეს კურსი ძალიან დამეხმარა კვალიფიკაციის ამაღლებასა და იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც სამუშაო გარემოში დამხვდა. საბა ხერგიანი მთელ ენერგიას დებდა ამ საქმეში და შედეგიც შთამბეჭდავი იყო. 

,,LINKS’’ პროექტში ჩართული ლექტორები ნამდვილად გამორჩეულები არიან. Ყველა მათგანისგან განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება მივიღე, შესაბამისად, 

ერთის გამორჩევა გამიჭირდება, თუმცა რამდენიმეს სიამოვნებით გამოვყოფდი: დავიწყებ თაკო მიქაძეთი, რომელმაც ისეთ პერიდოში გამიცნო, როცა უკვე იმედგადაწურული ვიყავი იმაზე, რომ რაიმე საინტერესო სამსახური გამოჩნდებოდა და როგორც 2 შვილის დედა დასაქმებას მოვახერხებდი. თაკომ მომცა იმედი და ეს იმედი მართლაც გამართლდა. მარიამ ხუჭუა და სოფო ვასაძე დამეხმარნენ სივის შედგენაში, სამოტივაციო წერილის დაწერასა და  იმის გაცნობერებაში, თუ რა იქნებოდა უმჯობესი ჩემი კარიერისთვის.”    

ქეთინოს აქვს რჩევა ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც მასავით ეძებენ ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებებს:

„ჩემს რეგიონში მყოფ ახალგარდებს და არა მხოლოდ მათ ვურჩევდი, აუცილებლად გამოიყენონ ყველა შანსი, რომელიც მათ ცხოვრებას პოზიტივს შესძენს, ბევრ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენინებს და საკუთარი თავის რწმენას ასწავლის.”

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანამშრომლობით ხორციელდება.