საქართველოს 40 სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია იწყება

2022-09-12

საქართველოს 40 სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია იწყება. 

Საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებითა, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია იწყება. 

საწყის ეტაპზე 40 სოფლიდან შერჩეულმა რეგიონალურმა ფასილიტატორებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ტრენინგში, რომლის ფარგლებში აიმაღლეს კვალიფიკაცია შემდეგ საკითხებში: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და იმუნიზაცია, მედია წიგნიერება, დეზინფორმაცია და ინფოდემია და ეფექტური კომუნიკაცია. 

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანნა ბორშევსკაც ესწრებოდა. 

ტრენინგების დასრულების შემდგომ სამი თვის განმავლობაში (სექტემბერი-ნოემბერი) საინფორმაციო კამპანის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება: კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.  

შეხვედრები გაიმართება სოფლის თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში, შესაბამისად შეხვედრაზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიღება მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის. 

აღნიშნული პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, მათ შორის ურბანული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების, მაღალმთიან რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებეში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება.