სალომე სირბილაძე - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-08-08

,,ომმა ყველაზე კარგად დამანახა ის, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, არასოდეს იცი როდის არის შენი ბოლო ამოსუნთქვა, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ბევრის გაკეთებას, ვცდილობ რაც შეიძლება აქტიური ვიყო, ამაში კი მეხმარება არაფორმალური განათლება, პროგრამა FID. ეს გარემო ჩემი მეორე სახლია, რადგან აქ შენს აზრს თავისუფლად აფიქსირებ, იღებ ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას. Ყველაზე მთავარი კი არის ის რომ იძენ ბევრ ახალ მეგობარს. Ზუსტად ასე მომეცა საშუალება ახალი ხალხის გაცნობისა, და რომ არა ეს ადამიანები ჩემი ცხოვრება იგივე არ იქნებოდა.” - სალომე სირბილაძე, ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

,,მე ერთი უბრალო, ომგამოვლილი გოგო ვარ. რამდენიმე დღის წინ 20 წლის გავხდი, სხვებს თუ კითხავთ ჩემზე აუცივლებლად იტყვიან, რომ  წარმატებული ადამიანი ვარ. მე თუ იგივეს მკითხავთ არ ვიტყვი, რადგან ჩემი მიზანი იმდენად დიდია, სავალი გზა კი ძალიან რთული, რომ არცერთი წამით არ შემიძლია შევწყვიტო ჩემი თავის გავნითარება და იმის თქმა, „- მე ამას მივაღწია, მე უკვე წარმატებული ვარ“. 

ვფიქრობ, ადამიანმა ეს სიტყვები ცხოვრებაში არ უნდა თქვას, რადგან ცხოვრება არის ყოვლდღიური გაკვეთილი, განვითარება  და გამოცდა. ძალიან მამაცი და მებრძოლი ადამიანი ვარ, არასდროს ვნებდები, ვიცი დღეს თუ არა ხვალ გავაკეთებ. არაფრის მეშინია ამ ცხოვრებაში, ან რის უნდა მეშინოდეს? 6 წლის ასაკში ჩემს თავზე ბომბები დაფრინავდნენ. ომის ხმაურმა გამაღვიძა, ახალ გაღვიძებულს კი მამა ომში წასული დამხვდა, იქ დაინგრა ჩემი ცხოვრება, და მხოლოდ ერთი კვირის მერე მამის დანახვის შემდეგ ჩემში არნახულმა სიძლიერემ დაისადგურა და დავიფიცე არასდროს დავნებდებოდი და მე ჩემს მიზანს მივაღწევდი.”

,,ერთ დღეს კი გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები სამხედრო სფეროშიც გამომეცადა, ამიტომ გავხდი გენერალ  გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ერთი უბრალო წევრი, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ცოდნა და არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. დღეს კი ამაყი ვარ რომ მქვია ლეგიონერი, მქვია ადამიანი, ვარ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქალი, რომელსაც უბრალოდ ერთიან საქართველოში სურს ცხოვრება, ამასაც მოვესწრებით. 

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.