მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი - ირაკლი ირემაძე
გაიცანი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექტორები.
ამ რუბრიკის საშუალებით ისინი მოგვიყვებიან მათი ლექციების, მოსწავლეთა ჩართულობისა და სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ.
რუბრიკის მეორე სტუმარი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი და ლექტორი,ისტორიკოსი ირაკლი ირემაძეა.
გამოგვყევი ინსტაგრამზე @una.geo
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი საქართველოს გაეროს ასოციაციის სამოქალაქო განათლების პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება" - ფარგლებში ჩამოყალიბდა.
ლექციები საქართველოს 90-მდე დაბასა და სოფელში იმართება, სადაც ახალგაზრდებს შეხვედრები სხვადასხვა თემაზე უტარდებათ.
ლექციებს წარმატებული პროფესორები და ლექტორები სხვადასხვა საინტერესო თემაზე ატარებენ.
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის European Union in Georgia დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation მიერ ხორციელდება.