დასაქმების ფორუმი ოზურგეთში - 8 ივნისი

2022-06-01

8 ივნისს, 10:30-დან 14:00 საათამდე, გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას. 

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ინტერერაქტიულ
სემინარებში თემებზე: სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.

ფორუმზე 30–მდე მცირე და საშუალო კომპანია წარადგენს არსებულ ვაკანსიებს, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და ექნება შესაძლებლობა შეხვდეს პოტენციურ დამსაქმებელს, გაესაუბროს სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინოს საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

 თუ ხართ სამუშაოს მაძიებელი და გსურთ ფორუმში მონაწილეობა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე - https://forms.gle/GguzbNrtyetDyziN7