მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები - უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია

2022-02-25

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები უკრაინას და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.  

კონფლიქტოლოგი, პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი მოსწავლეებს რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსული ოკუპაციას შესახებ ესაუბრა, ხოლო პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის ლექცია ძირითადად უკრაინის პოლიტიკურ სპექტრსა და პოლიტიკურ მოწყობას შეეხებოდა. 

ონლაინშეხვედრა კასპის ბესიკ ნიპარიშვილის სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის გაიმართა.

ვრცლად მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის შესახებ