სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის (2021-2030) შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართა

2021-04-14


2021 წლის 14 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა და მასთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრთან (ყოფილი EMC) თანამშრომლობით, "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის (2021-2030) შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართა.

მოწვეული სტუმრები გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს (ტოლერანტობის ცენტრის) და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს სტრატეგიასთან მიმართებით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი შუბაშვილი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები იზაბელა ოსიპოვა და კობა ჩოფლიანი, და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. შეხვედრას მოდერირებას უწევდა #PITA-ას პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა ჯუღელი.

ღონისძიება ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] დახმარებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა PITA მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს.