კერძო სექტორის ჩართულობის ინიციატივის სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
2021-04-29
29 აპრილს, საქართველოს გაეროს ასოციაციის და USAID-ის #PITA-ას პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორის ჩართულობის ინიციატივის - სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
2020 წელს, საპილოტედ ინიცირებული სტაჟირების პროგრამის მიზანი იყო უნარებზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის (skills mismatch) გამოწვევისთვის ეპასუხა. რაც მთავარია, პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის შეექმნა სწავლისა და უნარების განვითარების შესაძლებლობები და ხელი შეეწყო პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შეძენისთვის, საბოლოო ჯამში კი, მათი დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებისთვის.
შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა USAID საქართველოს დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, რომელმაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. PITA-ას პროგრამის ხელმძღვანელმა პროგრამის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც USAID-ის კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოოორდინატორმა, სავაჭრო პალატის, სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, სტაჟიორებს და კერძო კომპანიებს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამებთან, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობით, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან (GCCI) და 11 კერძო კომპანიასთან (ევექსის კლინიკები, სამედიცინო ცენტრი „ციტო“,BiJi Trade, „ლოიალტე“, შპს "ქარელის ხილი", შპს „აჩინებული“, PMO Business Consulting, Softline Georgia, Geo SilkRoad, შპს „ფინა“ და შპს „ალგორითმი“) პარტნიორობით, 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პროგრამაში ჩაერთო 29 სტაჟიორი, რომელთაც 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს (საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ქარელსა და თელავში). ამ დროისთვის, 29 სტაჟიორიდან, 9 ადამიანი დასაქმდა.