#PITA-ს პროგრამის მობილური ჯგუფის „ახალგაზრდები საზოგადოებრივი მედეგობის, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების
2021-05-06
2021 წლის 6 მაისს, #PITA-ას პროგრამის მობილური ჯგუფის „ახალგაზრდები საზოგადოებრივი მედეგობის, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მობილური ჯგუფის შექმნის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა.
ღონისძიების დროს, ახალგაზრდებმა მობილური ჯგუფის საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს - ინიციატივის ფარგლებში, მხოლოდ 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით, 56 ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 810 მონაწილე იყო ჩართული.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდა პანელური დისკუსია დეზინფორმაციის შესახებ, რომელსაც მოდერაციას უწევდა #PITA-ას პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი. რომელშიც მონაწილეობდნენ მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი, საქართველოში ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ბათუ ქუთელია და #USAID-ის და Zinc Network-ის „ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელი“ მიხეილ ბენიძე. ღონისძიების ბოლოს, ჯგუფის წევრების დაჯილდოება გაიმართა.