სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მდგრადობის ინდექსი 2020
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ CSO Sustainability Index-ის (CSOSI) ოცდამეოთხე გამოცემაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია გაეროს ასოციაციის მიერ შემუშავდა.
დოკუმენტი მოიცავს 2020 წლის უპრეცედენტო ვითარებაში განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც COVID-19 პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა ასპექტზე მთელს მსოფლიოში.
ის ეხება როგორც მიღწევებს, ასევე - წარუმატებლობას სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის შვიდ ძირითად კომპონენტში.
Შეიძლება ითქვას, რომ შვიდივე კომპონენტი: სამართლებრივი გარემო, ორგანიზაციული შესაძლებლობები, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა, ადვოკატირება, მომსახურების მიწოდება, დარგობრივი ინფრასტრუქტურა და საჯარო იმიჯი დაზარალდა პანდემიის შედეგად.
CSOSI მიზნად ისახავს, იყოს ინფორმაციის სასარგებლო წყარო ადგილობრივი სსო-ებისთვის, მთავრობებისთვის, დონორებისთვის, მეცნიერებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთ გაიგონ და მონიტორინგი გაუწიონ სსო სექტორში მდგრადობის ძირითად ასპექტებს.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით.