ხუთდღიანი სატრენინგო კურსი “Human Rights in Action”
2021-11-15
27 სექტემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) ორგანიზებით დაიწყო ხუთდღიანი სატრენინგო კურსი ,,Human Rights in Action”. ტრენინგი ტარდება ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება #Unag-ის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგის პირველ ეტაპზე შეირჩა 20 მონაწილე ახალგაზრდა საქართველოდან და სომხეთიდან. ტრენინგ-კურსის ფარგლებში მონაწილეები სფეროს ექსპერტებისა და ტრენერების მიერ კვალიფიკაციას აიმაღლებენ ადამიანის უფლებებისა და პროექტების მენეჯმენტის საკითხებში. ტრენინგის მეორე ეტაპზე ანალოგიური თემატიკის სასწავლო პროგრამას გაივლიან კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.
ტრენინგების დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილება და განახორციელონ პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ინტეგრაციის მხარდაჭერაზე.