ქვეყნის მასშტაბით ურბანული ქსელი 15 ახალგაზრდული ცენტრის მეშვეობით

აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ბროშურები იხილეთ ქვემოთ. 
 
USAID-ის დაფინანსებითა და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს გაეროს ასოციაცია კოორდინაციას უწევს 15 ახალგაზრდული ცენტრისგან შემდგარ ქსელს საქართველოს მასშტაბით. 
 
2010 წლიდან- დღემდე ჩვენმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა საწავლო პროგრამებსა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართეს 10, 000-ზე მეტი ადამიანი.
 
სწავლისა და პრაქტიკის საშუალებით, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ ტოლერანტული, სოციალურად პასუხისმგებელი, ინფორმირებული და კრეატიული თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულად ფიქრობენ და აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა ახალგაზრდა აქტივისტებმა წამოიწყეს და განახორციელეს 6000-ზე მეტი ადგილობრივი და ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი, რომლებიც ხელს უწყობდნენ ინტეგრაციას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას, გენდერულ თანასწორობას, სოციალურ ჩართულობას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების დაცვას, გარემოს დაცვას, მედია წიგნიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ადვოკატირებას საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
 

ახალგაზრდული ცენტრების შესახებ

ახალგაზრდული ცენტრები წარმოადგენენ ღია საგანმანათლებლო და სამოქალაქო თავშეყრის ადგილს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული სივრცეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს ჩაერთონ სამოქალაქო და ეკონომიკურ აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.

ახალგაზრდული ცენტრების წევრებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და საგანმანათლებლო პროექტებში; გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში; მიიღონ ცოდნა და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ - მოიფიქრონ და დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა და ახალგაზრდული ინიციატივა; ჩაერთონ სტაჟირების, დასაქმების მხარდაჭერის, მეწარმეობის ხელშეწყობის და სხვა პროგრამებში.


ახალგაზრდული ცენტრების მიზანია:

  • ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
  • ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოცხლო უნარების განვითარება;
  • ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრები, რომლებიც ღიაა 14-29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.


რატომ უნდა გაწევრიანდე ახალგაზრდულ ცენტრში?

ცენტრის წევრობა შესაძლებლობას მოგცემს:

  • გაიუმჯობესო ლიდერული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ჩაერთო სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაში, განავითარო პრაქტიკული უნარები, რომელიც დაგეხმარება დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში, მათ შორის, სამეწარმეო უნარების განვითარების გზით;
  • დაგეგმო და განახორციელო პროექტები და ახალგაზრდული ინიციატივები;
  • ეწვიო შენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანატოლებთან ერთად განახორციელო ახალგაზრდული პროექტები;
  • გაიუმჯობესო ინგლისური ენის ცოდნის კომპეტენციები;
  • მიიღო კარიერის მართვისა და დაგეგმვის მომსახურებები;
  • მიიღო მონაწილეობა სტაჟირების პროგრამებში;
  • მიიღო მონაწილეობა გაეროს მოდელირებაში (Model UN).
  • ჩაერთო სხვადასხვა თემატურ ახალგაზრდულ პროგრამაში, გაიარო ტრენინგები და გახდე ქვეყნის აქტიური მოქალაქე, რომელიც ჩართულია ადგილობრივი თემის და ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში;
  • გაერთო ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამებში, მათ შორის მეწარმეობის და ბიზნესის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიის ეკოსისტემის კვლევის და სხვა მიმართულებებით;
  • შეიძინო და გაიღრმავო ცოდნა სამოქალაქო განათლების საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მედია წიგნიერების და მონიტორინგის, სამოქალაქო აქტივიზმის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მიმართულებებით;
  • შეხვდე ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებს და წარმატებულ პროფესიონალებს.

ახალგაზრდული ცენტრების ადგილმდებარეობა:

  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი

დემოკრატ მესხთა კავშირი
ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 26

  • ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი

დემოკრატ მესხთა კავშირი
ახალქალაქი, ტერიანის ქუჩა 25

  • ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქუთაისი, ინგოროყვას ქუჩა 64

  • თელავის ახალგაზრდული ცენტრი

თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
თელავი, დავით რექტორის ქუჩა 8

  • ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრი

ასოციაცია „ათინათი“
ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა 94

  • ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი
ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა 48

  • ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი

ქალთა ორგანიზაცია კავშირი „ფაროსი“
ნინოწმინდა, ჭავჭავაძის ქუჩა 21

  • გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი

კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
გორი, თარხნიშვილის ქუჩა 20ა

  • თსუ ახალგაზრდული ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 55 (თსუ მე-7 კორპუსი)

  • თბილისის ახალგაზრდული ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32

  • ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრი

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა 3

  • გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი/
გარდაბანი, ლესელიძის ქუჩა 6/5

  • დმანისის ახალგაზრდული ცენტრი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
დმანისი, 9 აპრილის ქუჩა 64

  • მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
მარნეული, კოსტავას ქუჩა 60

  • ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
ახმეტა, 3 რუსთაველის ქუჩა


ბროშურები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე

Երիտասարդական կենտրոններ (სომხური)

GƏNCLƏR MƏRKƏZLƏRI (აზერბაიჯანული)


პროგრამის შესახებ

USAID-ის ხუთწლიან პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია საქართველოში სამოქალაქო და ეკონომიკური ერთიანობის ხელშეწყობა და ამავდროულად, იმ ძირითადი ბარიერების გადალახვა, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში.