ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2022

2022-11-18

16 ნოემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციამ USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე USAID-ის წარმომადგენლობასთან, სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან ერთად აღნიშნა. 

ღონისძიება გაიხსნა ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის ნამუშევრების გამოფენით.  

საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ნინო ლომჯარიას განცხადება გააცნო.  

Ასევე მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ჯონ ა. პენელმა - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი. 
ღონისძიების პირველი ნაწილი, საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ტოლერანტობის ცენტრის მიღწევების პრეზენტაციით დასრულდა, რომელიც ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებმა: ბექა მინდიაშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ და კობა ჩოფლიანმა ჩაატარეს.  

ღონისძიება ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.  

USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 
ფინანსური მხარდაჭერით.