ჯაბა ლაბაძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-11-28

„მოუსმინეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, ისინი თქვენზე უანგაროდ ზრუნავენ”  - ჯაბა ლაბაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი სურამში (შიდა ქართლი).   

Ჯაბა საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ვიკიკლუბების კოორდინატორია.  

Ჯაბას საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან აქამდე კავშირი არ ჰქონია, თუმცა ის მზადაა თემის წევრებში სპეციალისტებისგან მიღებული ინფორმაცია თემში გააზიაროს: 

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ნაკლები შეხება მქონდა მედიცინასთან, თუმცა წარმოდგენები სწორი მქონია, ამაში სწორედ თქვენმა აქტივობებმა დამარწმუნა.  მიღებულ გამოცდილებას მივიტან თითოეულ მოქალაქემდე, თემის წევრამდე და კოლეგამდე.”  

Ჯაბა 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშიც იყო, მას დიდი წვლილი შეაქვს სკოლის, მოსწავლეებისა და ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში:  

„უკვე ექვსი წელია ჩემს სკოლაში ვიკიკლუბი მოქმედებს და ბავშვებს ვასწავლი ინტერნეტ-ენციკლოპედიაში, ვიკიპედიაში სტატიების წერის ხელოვნებას. უკვე არაერთი თაობა გაიზარდა ამ კლუბში და ეს პრაქტიკა გავავრცელე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლებში.” - ამბობს ჯაბა 

Საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით Საზოგადოებრივი ჯანდაცვის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ჩავატარეთ სურამის მოსახლეობასთან, როგორც ისინი ამბობენ ბევრი რამ მათთვის სიახლე იყო და ისურვეს მსგავსი შეხვედრების გაგრძელება. 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხვდები, რომ გადამწყვეტი ხდება შენი ქმედება, რამდენად სწორად მივა მთავარი სათქმელი თემის თითოეულ წევრებთან” - ამბობს ჯაბა.  

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.