შოთა მარანელი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-09-06

 დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის (FID) პროგრამა დამეხმარა, გავმხდარიყავი აქტიური ლიდერი. მონაწილეობას ვიღებდი სხვდასხვა ტრენინგსა და აქტივობაში,  ახლა კი თავად ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. ვარ ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა ორგანიზაციის წევრი 2020 წლიდან” - შოთა მარანელი, ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

შოთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია.

მან ორგანიზაცია კრისტალის პროექტში  „მეწარმეთა სკოლა” მოიპოვა გრანტი ბიზნესის განხრით და პარტნიორთან ერთად დააფუძნა კომპანია „მულტო სტუდიო“, რომელიც მომხმარებლებს მულტიმედია პროდუქტების შექმნაში ეხმარება.

შოთა ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის აქტიური მონაწილეა. პროექტში არსებულ აქტივობებთან ერთად ის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში. მან მეგობრებთან ერთად შექმნა სოციალური ჯგუფი: „თანაგრძნობა გადაგვარჩენს“, სადაც საერთო სახსრებითა და სხვების ხელშეწყობით ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს ზოგჯერ ტანსაცმლით, ზოგჯერ - საკვებით.

„ვაპირებ წიგნის დაწერას და მოკლე მეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია და რაც მიზნად დავისახე ყველაფრის განხორციელებას შევძლებ” - ამბობს შოთა.

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.