ქეთო თინიკაშვილი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-08-17

„არასოდეს დანებდეთ, ყოველთვის გაარღვიეთ ჩარჩოები და ნუ იცხოვრებთ საზოგადოებაში არსებული სტიგმით, ცხოვრება ხომ ძალიან ლამაზია“ - ქეთო თინიკაშვილი - ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

წლების წინ, მაშინ როცა უდარდელი ბავშვობით ვტკბებოდი, ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - აფეთქების და ხანძრის შედეგად მივიღე დამწვრობა, რომელმაც სხეულსა და სახეზე დიდი კვალი დამიტოვა.წლების მატებასთან ერთად, საზოგადოების მხრიდან სირთულეებიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

FID პროგრამა დამეხმარა გადამელახა საზოგადოების მხრიდან წამოსული სირთულეები. ცენტრის საუცხოო კოორდინატორი, თითოეული ჩვენგანის შემეცნებისა და განვითარებისთვის ძალღონეს არ იშურებდა. სწორედ იქაური მრავალფეროვანი და უსაფრთხო გარემო დამეხმარა დანარჩენი საზოგადოებისთვის მიმეწვდინა ხმა, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის.

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.