ახალგაზრდების საერთაშორისო კონფერენცია - „კლიმატის ცვლილების გლობალური ხედვა"

2022-07-05

შვედეთის გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, კლიმატის ცვლილების გლობალურ ხედვასთან დაკავშირებით, სტოქჰოლმში ახალგაზრდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე შვედეთისა და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაეროს ასოციაციის ,,დემოკრატიული ჩართულობის პროგრამის (FID)“ მონაწილე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა გორიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან. საკუთარი გამოსვლების ფარგლებში ახალგაზრდებმა საკუთარი ხედვები გააჟღერეს კლიმატის ცვლილების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს რეკომენდაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მომზადდა საერთაშორისო კონფერენციისათვის  „სტოკჰოლმი+50: ჯანმრთელი პლანეტა საყოველთაო კეთილდღეობისთვის - ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი შესაძლებლობა“.  

„სტოკჰოლმი+50“ კონფერენცია მიეძღვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს და „ლიდერთა დიალოგის“ ფორმატში განხილულ იქნა გარემოს დაცვის აქტუალური თემები. კონფერენცია ითვალისწინებდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, რათა გათვალისწინებული იყოს ყველას ხმა. სტოკჰოლმის შეხვედრამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, საგანმანათლებლო წრეები, სათემო და ახალგაზრდული ორგანიზაციები.კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეთა მოსაზრებები, რეკომენდაციები და/ან სამოქმედო გეგმები შემდგომ გაჟღერდა სტოკჰოლმის კონფერენციაზე.

ახალგაზრდული ონლაინ კონფერენცია დაიგეგმა დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს UNA Georgia, შვედეთის გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით, Forum Civ/SIDA ფინანსური მხარდაჭერით.

ახალგაზრდა დელეგატების მიმართვები: