ნინო ნადირაშვილი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-06-22

„ყოველდღიურად ვრწმუნდები რომ ბევრი შემიძლია, ბევრს მივაღწიე და კიდევ უფრო მეტს შევძლებ, მთავარი მონდომებაა“ - ნინო ნადირაშვილი, „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე. 

თუ მკითხავთ რა არის ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, გიპასუხებთ, რომ საკუთარი თავის ისეთად მიღება, როგორიც ვარ. მოძრაობის უნარი შეზღუდული მაქვს, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა ეს არ მაძლევს მოწყენის და მოდუნების საშუალებას. ამიტომაც არ ვჩერდები არასდროს.  

ბავშვობაში გზა სახლიდან სკოლამდე და უკან, საკმაოდ რთული იყო. არაადაპტირებული გარემოს გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემეძლო, მჭირდებოდა მეორე ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად აივლიდა კიბის საფეხურებს. ამბობენ, როცა რაღაც გულით გინდა, მთელი სმაყარო გეხმარება მის მიღწევაში. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ახლობლების და მეგობრების დახმარებით არაოსდეს გამჭირვებია საკლასო ოთახამდე მისვლა. 

სკოლის შემდგომ გადავემზადე ინგლისურ ენაში,ასევე დავეუფლე პროფესიას, აქტიურად ვიყავი ჩართული „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ FID პროგრამაში, სადაც სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში ვიღებდი მონაწილეობას, FID-მა  დიდი გავლენა იქონია ჩემი თვითშფასების ამაღლებასა და სწორი შეხედულებების ,მიმართულებების ჩამოყალიბების საქმეში, მოახდინა ჩემი საზოგადოებაში ინტეგრაცია და წარმატების საწინდარი გახდა, FID -ის დამსახურებით მივხვდი რომ უნდა დამეწყო კარიერაზე ზრუნვა, შეძენილი ცოდნის საქმეში გამოყენება. დავსაქმდი ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციაში და ახლა ჩემი საქმე ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყოველდღე ვრწმუნდები რომ ბევრი შემიძლია და უფრო მეტს შევძლებ, ამიტომ ვგეგმავ მუშაობის პარალელურად კვლავ გავაგრძელო სწავლა და განვითარება მთავარია მონდომება და აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. თუმცა ამ ეტაპზეც შემიძლია ვთქვა რომ ვარ შემდგარი შშმ ქალი, რომელმაც დაამსხვრია საზოგადოებაში არსებული ყველა სტერეოტიპი, იბრძოლა თავის დამკვიდრებისა და წარმატებისთვის, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და მე მზად ვარ ამისთვის, მზად ვარ ვიბრძოლო არაერთი დასახული მიზნის განსახორციელებლად.  

„დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.