გვანცა გოგიტიძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე

2022-02-11



„ძალიან მომწონს მოძრავი უნივერსიტეტის იდეა, რადგან სწორედ იმ ადამიანებს აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას, რომლებსაც ამის საშუალება ნაკლებად აქვთ. Პროგრამა შემეცნებითია და მგონია, რომ ერთი შეხვედრის შემდეგაც კი ყველა მოსწავლე სხვანაირად შეხედავს განხილულ მნიშვნელოვან საკითხს, ისევეროგორც - მე. იპოვის მოტივაციებს იმ ადამიანების ისტორიებში, რომლებზეც მოწვეული ლექტორები გვიყვებოდნენ. 

ჩემს სოფელში ბევრ ასეთ შეხვედრას ვისურვებდი, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენდა მოტივაციას  ” - გვანცა გოგიტიძე, 16 წლის, მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე. 

გვანცა ლანჩხუთის რაიონ სოფელ ჩიბათის საჯაროს სკოლის მოსწავლეა და ის ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება: 

„მოძრავ სახალხო უნივერსიტეტს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ლექციებს გამორჩეული ლექტორები და მოწვეული სტუმრები ატარებენ. 

ზოგადად, როდესაც შეხვედრებს ვესწრები, შაბლონურად წარიმართება ხოლმე - მომხსენებელი საუბრობს და თუ კითხვები გაქვს - სვამ, თუ არა - მთავრდება, თუმცა აღნიშნული ლექტორების მიდგომა იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ არ გავჩერებულვართ და სულ დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა შეხვედრა. შესაბამისად, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ კიდევ მოგვეცეს მსგავსი შესაძლებლობა. 

სამი რამ რაც ძალიან მომეწონა ამ შეხვედრებში არის: ლექტორების კომუნიკაბელურობა;, მეთოდი და გადმოცემის უნარი;, გარემო, რომელიც სახალხო უნივერსიტეტის ორგანიზატორებმა შექმნეს.” - ამბობს გვანცა. 

Როგორც გვანცა ამბობს, ეს შეხვედრა მისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, რადგან,  ერთი მხრივ, მას გაუღვივა სურვილი, შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია გაეზიარებინა თანატოლებისთვის და, მეორე მხრივ, ის ახალი შესაძლებლობებისთვის გამოეყენებინა: 

„Ჩვენთან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს საშუალება, რომ ჰქონდეს სასარგებლო ინფორმაციასთან წვდომა, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მოძრავი უნივერსიტეტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და შეცვლის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას დადებითად. 

Მინდა მოვუწოდო ჩემს თანატოლებს, რომ არ გაუშვან არც ერთი შანსი ხელიდან და ჩაერთონ სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის აქტივობებში, რადგან ეს მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება.” 

Მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ