დინა ფუტკარაძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე

2022-02-09

„როგორც კლეი პ. ბედფორდი ამბობს: შეგიძლიათ, ერთ დღეში გაკვეთილი ასწავლოთ სტუდენტს, მაგრამ თუ მას განუვითარდება ცნობისმოყვარეობა, ის გააგრძელებს სწავლას მთელი ცხოვრების განმავლობაში." ვფიქრობ, სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი თავისი იდეითა და ისტორიით გამოიწვევს ინტერესს დაბებსა და სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში. ეს ცნობისმოყვარეობა კი მათ დააყენებს სწორედ იმ გზაზე, რომელიც ყველაზე სწორი იქნება მათი მომავლისთვის. არავინაა იმაზე წარმატებული, ვიდრე - ცნობისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა.” - დინა ფუტკარაძე, 16 წლის, მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე.

დინა დაბა შუახევის საჯაროს სკოლის მოსწავლეა და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში, ამჯერად ის ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება:

ახალგაზრდების მიზანდასახულობითა და სახალხო უნივერსიტეტის შესაძლებლობებით დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება. ბევრისთვის ცნობილია, რომ დაბები და სოფლები არ გამოირჩევიან ბევრი შესაძლებლობით განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ეს ახალი იდეა, რომელიც საუკუნის წინ არსებობდა, იქნება ყლორტი, რომლის გაზრდასაც შეძლებენ ამ პლატფორმაში მონაწილე ახალგაზრდები. მომწონს იდეები და პერსპექტივები, რომლებსაც ეს უნივერსიტეტი გვაძლევს ახალგაზრდებს. აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი, გენდერული თანასწორობა და სხვა.

მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ - https://bit.ly/3HFvxRo